saqarTvelos uReltexilebi - gurZievcekis uReltexili

კოორდინატები 42°47`44` ჩ. გ. 43°39`15` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3349 მ
ქედი კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების რიონისა და ურეხის წყალგამყოფ მწვერვალებს ციხვარგასა და ბურჭულას შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3349 მ. გურძიევცეკი მდინარე ნოწარულას ხეობით სოფელ ჭიორას (ონის მუნიციპალიტეტი) აკავშირებს სოფელ ძინაღთან (ჩრდილოეთი ოსეთი). 1724 წელს ამ უღელტეხილზე გადავიდა ლტოლვილი მეფე ვახტანგ VI 1200 თანამგზავრით.